სერბეთის მოსახლეობამ 13000-ზე მეტი იარაღი ჩააბარა მას შემდეგ, რაც ორ მასობრივ სროლას 17 ადამიანი ემსხვერპლა

სერბეთის მოსახლეობამ დაახლოებით 13 500 იარაღი ჩააბარა მას შემდეგ, რაც ორი მასობრივი სროლის დროს 17 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.

„მე ვამაყობ ამ ქმედებით და შედეგებით, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების უფრო დიდი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

მან აღნიშნა, რომ 8 ივნისამდე მოქალაქეებს შეუძლიათ დაურეგისტრირებელი იარაღის ჩაბარება და სასჯელის თავიდან აცილება.

ვუჩიჩმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველა მოქალაქეს, გადასცენ როგორც უკანონო, ისე ლეგალური იარაღი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ 8 ივნისის შემდეგ ხელისუფლება მკაცრ რეაგირებას მოახდენს და ჯარიმები იქნება უზარმაზარი.

ამნისტია 8 მაისს მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 13 წლის მოსწავლემ რვა ბავშვი და ორ დაცვის თანამშრომელი მოკლა. დაშავდა კიდევ ექვსი მოსწავლე და მასწავლებელი. მეორე დღეს 21 წლის მამაკაცმა მოკლა რვა და დაჭრა 14 ადამიანი. ეჭვმიტანილი ახლა დაკავებულია.

ამის შემდეგ, სერბეთში დიდი საპროტესტო აქციები გაიმართა, მოქალაქეები მოითხოვდნენ მთავარი ოფიციალური პირების გადადგომას და მედია რეფორმას.

მსგავსი თემები