ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის ნაწილზე მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა – მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე  დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტის ცნობით, მონაკვეთზე შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

მსგავსი თემები