,,არახამიას დახმარება, აფხაზეთიდან დევნილი ქართველის დახმარება ნამდვილად გვჭირდება”- ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილი უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება.

არახამიამ ქართულენოვანი ფეისბუქ გვერდი შექმნა და განცხადება ქართულ ენაზე გაავრცელა. ხაბეიშვილი ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, თუ არახამიას ფეისბუქგვერდი ქართულადაც იქნება.

,,ცხადია, მას აინტერესებს, წუხს საქართელოს ბედზე და ეს არ დაუმალავს არასდროს მისი პოლიტიკური საქმიანობის დროს და აბსოლუტურად ნორმალურია რუსეთთან რომ ბრძოლობს და რუსეთთან რომ ომშია ახლა უკრაინა და მაღალ თანამდებობაზეა არახამია, იმ პირობებში, როცა ეს ადამიანი დევნილია აფხაზეთიდან, აბოლსუტურად ნორმალურია, რომ უნდოდეს მისი ქვეყნის ძლიერება, საერთო მტრის, რუსეთის დამარცხება. ქართელი არახამიას ფეისბუქგვერდი თუ იქნება ქართულადაც, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. არახამიას დახმარება, აფხაზეთიდან დევნილი ქართველის დახმარება ნამდვილად გვჭირდება. კონკრეტულად რა გადაწყვეტილება ექნება, ეს მას ჰკითხეთ, – აცხადებს ხაბეიშვილი.

 

,,დავეხმარები ჩემს მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადალახვაში”- დავით არახამია

მსგავსი თემები