,,როცა რეაგირებს ხოლმე ძირითადად ის გვიკვირს საზოგადოებას”- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე

,,ისევ საბოტაჟის გზით ცდილობენ, რომ თავად დააკომპლექტონ ცესკო და პირდაპირი მნიშვნელობით ჯიბეში ჩაიდონ. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა,”- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წუხს, რომ  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე არ რეაგირებს.

,,მას (სალომე ზურაბიშვილს) შეუძლია, რეაგირება გააკეთოს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, მას შეუძლია, რეაგირება გააკეთოს პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით. ის, რომ პრეზიდენტი არ რეაგირებს, ეს არ არის ნორმალური, რომ რეაგირებს ხოლმე ძირითადად ის გვიკვირს საზოგადოებას. ვწუხვარ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანზე არ რეაგირებს. ეს არის პოლიტიკური პატიმრები, ეს არის ახლა არჩევნებთან დაკავშირებით, როცა ფაქტობრივად კიდევ ერთი უფლება ჩამოართვეს” – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

 

მსგავსი თემები