9 მაისის აღლუმმა ნათლად აჩვენა, თუ რა სირთულეებს განიცდის რუსული არმია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთში 9 მაისის აღლუმმა ნათლად აჩვენა, თუ რა სირთულეებს განიცდის რუსული არმია უკრაინაში 15 თვიანი ომის შემდეგ, როგორც ტექნიკური აღჭურვილობის, ასევე სტრატეგიულ საკითხებში.

უწყების ცნობით, აღლუმში 8000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მათი უმეტესობა არაა რეგულარული არმია, არამედ გასამხედროებული დამხმარე ძალა და იუნკერები იყვნენ. პერსონალი, რომელიც წითელ მოედანზე მსვლელობაში მონაწილეობა, რკინიგზის ჯარები და სამხედრო პოლიცია იყო.

დაზვერვის ცნობით, აღლუმზე ძველი T-34 ტანკები იყო წარმოდგენილი. როგორც უწყება წერს, მიუხედავად დიდი დანაკარგისა, რუსეთს შეეძლო მეტი დანაყოფების გამოყვანა, თუმცა სავარაუდოდ, ხელისუფლებამ ამისგან თავი შეიკავა, რათა თავიდან აერიდებინა შიდა კრიტიკა, თითქოს ის აღლუმებს უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს, ვიდრე საბრძოლო ოპერაციებს.

მსგავსი თემები