ბუკინგემის სასახლის ტერიტორიაზე უცნობმა კაცმა თოფის ვაზნები ისროლა – მედია

”ბიბისის” ინფორმაციით, ბუკინგემის სასახლესთან დააკავეს კაცი, რომელმაც სასახლის ტერიტორიაზე თოფის ვაზნები ისროლა.

არსებული ინფორმაციით, კაცს ხელში საეჭვო იარაღი და ჩანთა ეჭირა, რომელიც გამნაღმველებმა ააფეთქეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც გამოცემა წერს, ინციდენტი ამჟამად არ განიხილება, როგორც ტერორიზმთან დაკავშირებული.

გაერთიანებული სამეფოს მეფე და დედოფალი ინციდენტის დროს სასახლის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ.

6 მაისს მეფე ჩარლზ III-ის კორონაციაა დაგეგმილი, რის გამოც უსაფრთხოების ზომები ბუკინგემის სასახლესთან განსაკუთრებით გამკაცრებულია.

მსგავსი თემები