რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობპროდუქტების რეზერვუარი იწვის

რუსეთში, კრასნოდარის სოფელ ვოლნაში, ყირიმის ხიდთან ახლოს, ნავთობის საცავი იწვის. გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ცნობით, ხანძარს მიენიჭა სირთულის უმაღლესი ხარისხი.

მისივე ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან.

,,ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხანძარი არ გავრცელდეს.
სოფლის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება,”- წერს გუბერნატორი.

მსგავსი თემები