უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა.
მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 26 დრონიდან 21-ის ჩამოაგდეს.
ამასთან, რუსი დამპყრობლები უკრაინის ტერიტორიას ჩრდილოეთიდან (ბრიანსკის ოლქი) და სამხრეთიდან (აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო) დაესხნენ თავს.