„ორი თვის ბავშვს კოვიდინფექცია დაუდასტრუდა“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ბავშვს დედ-მამა ჰყავს ინფიცირებული, ასეთი მცირე ასაკის პაციენტი არ გვყოლია,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრში” „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა  ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

მუმლაძის ინფორმაციით ჩვილს ვირუსი მშობლებისგან გადაედო, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე არაა.

„დადასტურდა ორი თვის ბავშვთან, რომელიც ოჯახური შემთხვევაა, ინფიცირებული ჰყავს მამა და დედა, ჩავატარეთ კვლევა და ბავშვსაც დაუდასტურდა ვირუსი. დაავადება მიდის უსიმპტომოდ და სტაბილურად, ძირითადად ბავშვებს გადააქვთ უსიმპტომოდ, მინიმალური ჩივილებით, დედასაც ორი დღის წინ დაუდასტურდა და დედაც არის უსიმპტომო მიმდინარეობა,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები