“აბრამსის” ტიპის ტანკები უკრაინას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ექნება

პენტაგონში უკრაინის მორიგ დახმარებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებენ. როგორც გენერალი რაიდერი აცხადებს,  დაპირებულ Abrams-ის ტიპის ტანკებს უკრაინა, დიდი ალბათობით,  წლის ბოლომდე მიიღებს.

პენტაგონის პრესსპიკერი გენერალი პატრიკ რაიდერი ასევე განმარტავს, რომ აღნიშნული სამხედრო ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით უკრაინელი სამხედროები გადამზადდებიან და ეს პროცესი გერმანიაში მოხდება.

Abrams-ის ტიპის ტანკების გამოყენება მოხდება  მხოლოდ საწვრთნელად. ეს არ არის განახლებული ტანკები, რომლებიც მოგვიანებით უკრაინაში წავა”, – განმარტავს გენერალი.

მსგავსი თემები