,,რაც უფრო ნაკლებ კანონს მიიღებს „ქართული ოცნება“, მით უფრო დაგვიფასებს ქართველი ხალხი”- იაგო ხვიჩია

,,ხელისუფლების შტოთა კავშირი დღევანდელ მოქმედ სასამართლოსთან, მგონი, კომისიის გარეშეც დადასტურდა და ეს მიზანიც უკვე მიღწეულია,”- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქმე იმაზე უკეთესად წავიდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა.

„საქმე იმაზე უკეთესადაც წავიდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. აქამდე ვიბრძოდით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად და აღმოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ დავუბლოკეთ კანონის მიღების საშუალება. ქართველ ხალხს ოპოზიცია 50 კაცით ვერაფერს გაუკეთებს იმაზე უკეთესს, ვიდრე პარლამენტის მუშაობის პარალიზებაა, რომ ხელისუფლება ვერ იღებდეს კანონებს ათასგვარ მავნებლობებს, რომლებიც ახლა პარლამენტში იხილება. ეს არის ფასდაუდებელი საქმე ქართველი ხალხის წინაშე. მოვუწოდებ ოპოზიციას, ეს არ შეწყვიტოს, ვიაროთ და არ მივაღებინოთ ხელისუფლებას არცერთი კანონი. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელისუფლების შტოთა კავშირი დღევანდელ მოქმედ სასამართლოსთან, მგონი, კომისიის გარეშეც დადასტურდა და ეს მიზანიც უკვე მიღწეულია. ახლა რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი და რაც უფრო ნაკლებ კანონს მიიღებს „ქართული ოცნება“, მით უფრო დაგვიფასებს ამას ქართველი ხალხი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები