,,კიდევ რამდენი ბუჩა უნდა განადგურდეს, რომ საერთაშორისო კომპანიებმა რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტონ?”- პოდოლიაკი

,,კიდევ რამდენი ბუჩა უნდა განადგურდეს, რომ საერთაშორისო კომპანიებმა რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტონ?” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ”ტვიტერზე” წერს.

,,ნუთუ სრულმასშტაბიანი ომი არ არის საკმარისად სისხლიანი, რომ მსოფლიო ლიდერებმა სწრაფად მიიღონ თამამი გადაწყვეტილებები? კიდევ რამდენი მარიუპოლი უნდა დაიმარხოს ნანგრევების ქვეშ, რომ უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და თვითმფრინავები მიიღოს? კიდევ რამდენი ბუჩა უნდა განადგურდეს, რომ საერთაშორისო კომპანიებმა რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტონ?,”- წერს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები