მოსკოვში 70 წლის პენსიონერი, რომელმაც ზელენსკის “სიმპათიური ახალგაზრდა” უწოდა დააჯარიმეს

რუსეთში, 70 წლის პენსიონერი ოლგა სლეგინა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკიზე ნათქვამი კომპლიმენტისთვის “ჯარის დისკრედიტაციის” მუხლით გაასამართლეს. პენსიონერი 40 000 რუბლით დააჯარიმეს.

2022 წლის დეკემბერში სლეგინა ნალჩიკის სახელობის სანატორიუმში ისვენებდა, რა დროსაც სასადილო ოთახში ოდესელ ქალთან ერთად სადილობდა. პენსიონერმა სანატორიუმის სასადილო ოთახში სხვა დამსვენებლებთან საუბრის დროს თქვა, რომ “ზელენსკი სიმპათიური ახალგაზრდაა, კარგი იუმორის გრძნობით, მის ხუმრობებზე ყველა იცინის”.

27 დეკემბერს, ღამის 12 საათზე, სლეგინას ოთახში სამოქალაქო ტანსაცმლით გამოწყობილი მამაკაცი მივიდა. მან აჩვენა „რაღაც დოკუმენტი“ და თქვა, რომ პოლიციას ჩვენებით სამმა პირმა მიმართა. ისინი მიუთითებენ, რომ ოლგამ “შეაქო ზელენსკი”. ქალმა უპასუხა, რომ საუბარი მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის გარეგნობაზე იყო.

პენსიონერი დამსვენებლების თვალწინ განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკითხვის შემდეგ მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც “მემორიალი”ს თქმით, ვერ წაიკითხა, რადგან სათვალის გარეშე იყო. უფლებათა ცენტრი ამბობს, რომ ოქმში შეცვლილია ქალის სიტყვები და წერია, რომ ის ყვიროდა “დიდება უკრაინას” და რომ “გამოთქვა უკმაყოფილება ქვეყანაში შექმნილი ვითარებით”.

მსგავსი თემები