წალენჯიხაში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგა – დაშავდა 50  წლამდე ქალი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტ ქალაქ ჯვარში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგა. ნგრევის დროს 50  წლამდე ქალი აივანზე იმყოფებოდა, რომელიც ქვედა სართულის აივანზე დაეცა.

მძიმე მოტეხილობებით ქალი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

 

წყარო: პრაიმტაიმი

მსგავსი თემები