,,დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას”- პაპუაშვილი სააკაშვილზე

,,დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მართლმსაჯულებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის დამოუკიდებელი და პროფესიული.

„სასამართლო პროცესი იმას გულისხმობს, რომ მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას და ამაზე გადაწყვეტილებას არ იღებენ პოლიტიკოსები და არც ადვოკატები, მათ შორის. მოსამართლემ მოისმინა პოზიციები, მოისმინა ექსპერტების ჩვენებები და ამის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას. საქართველო გახლავთ სამართლებრივი სახელმწიფო, საქართველოს, მართლმსაჯულებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის დამოუკიდებელი და პროფესიული ამ მხრივ. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს.

მსგავსი თემები