,,ცუდად ვარ, მაგრამ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი “ვივა მედიდან” წერილს ავრცელებს, სადაც აღნიშნავ, რომ ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე დასწრების სურვილი აქვს.

,,მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს. მადლობა ყველას! მიყვარხართ” წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლე გიორგი არევაძე მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას განიხილავს.

მსგავსი თემები