,,ქართული მარკირების არც ერთი პროდუქტი არ დაიშვება”- აფხაზური მხარე აქვეყნებს იმ საქონლის სიას, რომლის გადატანაც ნებადართულია

,,ვრცელდება წესი, რომ ქართული მარკირების არც ერთი პროდუქტი არ დაიშვება”,- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზებით  ე.წ. საბაჟო სამსახურის კომიტეტის უფროსი ალიას ლაბახუა “სპუტნიკთან” აცხადებს.

ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას 31 მარტის განკარგულებით განისაზღვრა ის საქონელი, რომლის გადატანაც ენგურის გამშვებ პუნქტზე შესაძლებელია.

ბრძანების თანახმად შესაძლებელია შემდეგი პროდუქტების გადატანა: მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების ნერგები, სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლი და სარგავი მასალა, ცოცხალი ფრინველი, ფერმის ცხოველების კვება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ტექნიკა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავებისთვის, საავტომობილო ტრანსპორტი, ავტონაწილები, ძრავის და სხვა საპოხი ზეთები მანქანებისთვის.

მსგავსი თემები