,,18 აპრილი იქნება ლუსტრაცია, ვინ არის ოპოზიციაში”- ვახტანგ მეგრელიშვილი

,,18 აპრილი იქნება ლუსტრაციის – ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი იქნება დავინახოთ, ვინ არიან ოპოზიციაშივ“,-  ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეჭვობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდამჭერების რიგს ვიღაც გამოაკლდებოდა.

„ამერიკული სანქცია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელოვანი საფუძველია. მაინტერესებს, რა ხდება ჩვენს სასამართლოში. ევროკავშირის გზაზე ერთ-ერთი, რაც უნდა მოვაგვაროთ, ეს არის სასამართლო სისტემის პრობლემა, მაგრამ როცა საორგანიზაციო საკითხებზე შევხვდით, ეჭვი მეპარებოდა, კომისია შეიქმნებოდა. ვეჭვობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ მხარდამჭერების რიგს ვიღაც გამოაკლდებოდა. ახლა იმხელაზეა ტემპერატურა აწეული, რომ ოპოზიციის ნებისმიერი დეპუტატის სხდომაზე არმოსვლა და ღილაკზე ხელის არდაჭერა, ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ის გადავიდა „ქართულ ოცნებაში“. ძალიან მომწონს ის ამბავი, რომ 18 აპრილი იქნება ლუსტრაციის – ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი იქნება დავინახოთ, ვინ არიან ოპოზიციაში“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციამ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით 10 აპრილს მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციამ პრეზიდენტს ისევ მიმართა, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, 11 აპრილს მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა აღარ დაენიშნა.

მსგავსი თემები