ტყვეობაში მყოფი სომეხი ჯარისკაცების ახლობლებმა სომხეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი მაგისტრალი გადაკეტეს

მთიან ყარაბაღში, ჰადრუტის რაიონის, ხცაბერდის საბრძოლო პოზიციებზე ტყვედ ჩავარდნილი სომეხი სამხედრო მოსამსახურეების ახლობლებმა საქართველოს საზღვრისკენ მიმავალი გიუმრი-ბავრის სახელმწიფოთაშორისი მაგისტრალი გადაკეტეს.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, არკადი ხოჰანისიანმა სომხურ NEWS.am-ს განუცხადა, რომ ისინი ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცების დაბრუნებას ითხოვენ.

„ჩვენს საკითხში პროგრესი არ არის. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არ მიგვიღო არც ერთმა დეპარტამენტმა, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრემიერ-მინისტრმა“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

როგორც სომხური მედია იტყობინება, 2020 წლის 13 დეკემბერს სოფელ ხცაბერდში შირაქის რეგიონიდან 62 სამხედრო მოსამსახურე ტყვედ ჩავარდა, ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით სამშობლოში დააბრუნეს. კიდევ 26 სამხედრო მოსამსახურე უკვე 2 წელი და 4 თვეა ტყვეობაში იმყოფება.

მსგავსი თემები