,,ვის რაში სჭირდებოდა, ან ციხეში რაში სჭირდება ვინმეს ან საქართველოში რაში სჭირდება”- მეუფე იაკობი სააკაშვილზე

,,ვის რაში სჭირდებოდა, ან ციხეში რაში სჭირდება ვინმეს ან საქართველოში რაში სჭირდება მაგ კაცი, რომელიც დამპყრობლის ინტერესების გამტარი იყო ყოველთვის”,- ამის შესახებ მეუფე იაკობმა საქართველოს მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

,,როგორია ახლა, საქართველოს პრეზიდენტი იყო, 30-საუკუნოვანი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, წახვიდე იქ და იმის გამო, რომ გუბერნატორი გახდე და ფული იშოვო, უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე და სადღაცა, რაღაც ქვეყანაში, თუნდაც უკრაინაში გუბერნატორობ. მერე კარგად გვახსოვს, ასტრიდ ლინდგრენი და ისინი გამახსენა, კარლსონი და ისინი გამახსენა, სახურავებზე რომ დარბოდა, მერე როგორ შემოიყვანეს მანამდე ევროპარლამენტარებმა. მერე ზელენსკის დროს, დღესაც პატიმარი სააკაშვილი უკრაინის მოხელეა იმიტომ, რომ პრეზიდენტს ჰყავს დანიშნული რაღაცაზე, კაცო, თუ ჩვენ პარტნიორები ვართ, ცალმხრივია ეს პარტნიორობა? რას ჰგავს ეს რა?  ვის რაში სჭირდებოდა, ან ციხეში რაში სჭირდება ვინმეს ან საქართველოში რაში სჭირდება მაგ კაცი, რომელიც დამპყრობლის ინტერესების გამტარი იყო ყოველთვის”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი თემები