,,სამართალი ყველას იპოვის”- გიორგი ვაშაძე

,,ყველას, ვინც სანქცირებულია ან სავარაუდოდ, სანქცირებული იქნება, ვეუბნები, შეეშვით დანაშაულებრივ ქმედებებს, რასაც ჩადიხართ, რადგან სამართალი ყველას იპოვის”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ს მხრიდან დაწესებული სანქციები ქართველ ხალხთან ერთად, გამოიწვევს რუსული რეჟიმის ნგრევას.

„შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული სანქციები ქართველ ხალხთან ერთად, გამოიწვევს რუსული რეჟიმის ნგრევას, ამ ქვეყნის გათავისუფლებას რუსული მმართველობისგან, ევროპისკენ მიმავალი ქართველი ხალხის გამარჯვებას. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდში დგას. ეს არის ჩვენი ამოცანა, რაც გვინდა მივიღოთ, რათა ავაშენოთ რაც შეიძლება ძლიერი, ერთიანი საქართველო. ყველას, ვინც სანქცირებულია ან სავარაუდოდ, სანქცირებული იქნება, ვეუბნები, შეეშვით იმ დანაშაულებრივ ქმედებებს, რასაც ჩადიხართ, რადგან სამართალი ყველას იპოვის, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები