,,ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ცნობილი იყოს, ვისი მხრიდან იქნა ინფორმაცია მიწოდებული”- ანრი ოხანაშვილი

,,ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ამით ბრალს უყენებენ სასამართლო სისტემაში მყოფ ცალკეულ მოსამართლეებს,”- ასე ეხმიანება  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მოსამართლეების დასანქცირებას.

მისი თქმით, ნათელი უნდა მოეფინოს, თუ რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება.

,,რა თქმა უნდა, ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ამით ბრალს უყენებენ სასამართლო სისტემაში მყოფ ცალკეულ მოსამართლეებს. ეს რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება სასამართლო სისტემის რეპუტაციაზე, ამიტომ ამ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვინაიდან პარტნიორებთან და მეგობრებთან ამ ფორმით საუბარი არაფერში არავის არ წაადგება, როდესაც სანქციების ენით ესაუბრებიან ხელისუფლების რომელიმე შტოს. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია. ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ცნობილი იყოს, ვისი მხრიდან იქნა ინფორმაცია მიწოდებული, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნათელი და გამჭვირვალე,”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები