ზელენსკი სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიისა და მოლდოვის ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხი ქვეყნის ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბუჩაში ჩავიდნენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი რობერტ გოლობი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

ქვეყნის ლიდერები წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში მივიდნენ, სადაც რუსების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი საფლავები იპოვეს.

მედიის ცნობით, ქვეყნის ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ ბუჩას გათავისუფლების წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში.

მსგავსი თემები