,,ვისი პრეზიდენტი ხართ თქვენ?“- ფრიდონ ინჯია სალომე ზურაბიშვილს

„ბოლო პერიოდის თქვენი განცხადებები მიმართულია დეპოლარიზაციის გაღრმავებისკენ  და განსაკუთრებით დღევანდელი გამოსვლა”, – ამ სიტყვებით მიმართა პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პლენარულ სხდომაზე მისი ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ.

თქვენ გაქვთ კიდევ ერთი წელი, რომ იყოთ საქართველოს პრეზიდენტი  და გთხოვთ გააკეთოთ ისეთი განცხადებები, რომელიც იქნება წინ გადადგმული  ნაბიჯი საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ამას გააკეთებ, ამით თქვენ ერთ პატარა ბრტყელ აგურს დადებთ ქვეყნის მშენებლობისთვის და კეთილდღეობისთვის“,- განაცხადა ინჯიამ.

როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადება  რუსეთთან მიმოსვლასთან დაკავშირებით არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო.

„თქვენი განცხადებები, რომ ჩვენ რუსეთთან მიმოსვლა არ გვინდა, საქართველოს ინტერსების საწინააღმდეგოა. იქ ცხოვრობს ათასობით ქართველი, რომლებსაც საქართველოში ჰყავთ  მილიონი ნათესავი და მათ თქვენ ხმა მოგცეს. იმ ზარალს, რასაც მიიღებს სახელმწიფო, იმ მილიარდებს და მილიონებს რაც შეიძლება საქართველომ მიიღოს ვინ დააკომპენსირებს? ეს ხომ საქართველოს ინტერსების საწინააღმდეგოა?! ამაზე ვინ აგებს პასუხს? ვისი პრეზიდენტი ხართ თქვენ?“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მსგავსი თემები