ხერსონის ოლქში ნაღმზე სამი ადამიანი აფეთქდა

ხერსონის ოლქის სოფელ პოსად-პოკროვსკოეში ნაღმზე სამი ადამიანი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციასრეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.

,,ესენი არიან ჩვენი ენერგეტიკოსები, რომლებიც მუშაობდნენ ელექტრო ქსელების აღდგენაზე. წინასწარი ინფორმაციით, ორი მამაკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ადგილზე უკვე მუშაობენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები,”- წერს პროკუდინი.

მსგავსი თემები