დონალდ ტრამპს პროკურატურაში დაკითხავენ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის მიერ დაიკითხება. დაკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ში დღეს, 10 აგვისტოს იგეგმება,  ტრამპის ადვოკატი კომენტარს არ აკეთებს.

საქმე, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს ეხება ფინანსურ საკითხს. კერძოდ, ტრამპის ორგანიზაციის მიერ კრედიტორებსა და დაზღვევის წარმომადგენლებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას. თავად ტრამპი კი ფიქრობს, რომ გამოძიების დაწყება მის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება.

 

 

მსგავსი თემები