„რუსული ბომბები ვერ შეცვლის ობიექტურ რეალობას“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინის ევროკავშირის წევრობაზე საუბრობს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, უკრაინა ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ნაწილი.

„დადგება დღე, როცა შეიქმნება ტრიბუნალი, რომ ჩვენი ხალხის სამართლიანობა დადგეს. ტრიბუნალი, რომელიც აგრესორს ისევე დასჯის, როგორც წარსულის აგრესორები დაისაჯნენ. ჩვენი ხალხის ხსოვნა იყოს, ყველა ზრდასრულის და ბავშვის, რომელთაც სიცოცხლე რუსულმა ტერორმა წაართვა.

უკრაინა ყოველთვის ევროპა იყო. უკრაინა ყოველთვის იქნება ევროპა. რუსული ბომბები ვერ შეცვლის ობიექტურ რეალობას.  რეალობას, რომელსაც უკრაინელები იცავენ,” – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში მადლობას უხდის ყველა, ვინც უკრაინის ღირსებას და ტერიტორიას იცავს.

„მადლობა ყველას, ვინც იბრძვის მარინკას მახლობლად, ბახმუტთან, ავდიივკასთან, ლუგანსკის ოლქში, სამხრეთის ფრონტის ხაზზე. მადლობა ყველას, ვინც რუსეთს ასწავლის, რომ ბოროტებაზე პასუხისმგებლობა გარდაუვალია“, – აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები