,,ვწუხვარ, რომ ქართულ რადიკალურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა სტრასბურგის, თუ ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორებში იარონ”- შალვა პაპუაშვილი

,,ძალიან ვწუხვარ, რომ ქართულ რადიკალურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა სტრასბურგის, თუ ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორებში იარონ და შეხვდნენ ევროპარლამენტის წევრებს,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ტყუილის და რადიკალიზმის კულტივაციით დაკავებული პარტიებს ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურაში ხვდებიან, ეს საქართველოში რადიკალიზმის წახალისებას უწყობს ხელს.

,,მე ძალიან ვწუხვარ, რომ ქართულ რადიკალურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა სტრასბურგის, თუ ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორებში იარონ და შეხვდნენ ევროპარლამენტის წევრებს თუ ა.შ. ამ დელეგაციაში ორი პარტია – “დროა” და “გირჩი” არის ოფიციალურად რადიკალური. რადიკალები არიან, მათ დაყარეს საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატები, გარედან მოუწოდებენ ოპოზიციას ყოველ დღე, რომ დაყარონ მანდატები და გავიდნენ.

“დროას” ლიდერი გამორჩეულია იმით, რომ დეზინფორმაციულ ბრიფინგებს ატარებს ორ კვირაში ერთხელ და აბრალებს ქვეყანას სანქციების გვერდის ავლას და ყოველ  ჯერზე დადასტურდა, რომ ეს იყო ტყუილი. და ამ ტყუილის კულტივაციით და რადიკალიზმის კულტივაციით დაკავებულ პარტიებს, როცა ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურაში ხვდებიან, იმ კავშირის, რომელიც მოგვიწოდებს ჩვენ ამავე დროს დეპოლარიზაციისკენ, ეს არის რა თქმა უნდა წახალისება რადიკალიზმისა  საქართველოში,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

მსგავსი თემები