უნგრეთი ევროკავშირის მიერ რუსეთის ატომური ენერგიის სექტორისთვის დაწესებულ სანქციებს ვეტოს დაადებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი ევროკავშირის მიერ რუსეთის ატომური ენერგიის სექტორისთვის დაწესებულ სანქციებს ვეტოს დაადებს.

მისი თქმით, უნგრელების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სანქციები უკრაინას არ დაეხმარება და ეს ძალიან ძვირი უჯდებათ გადასახადების გადამხდელებს.

,,მე ვთხოვე ჩვენს თანამშრომლებს დაეთვალათ, თუ რა უჯდება უნგრეთს სანქციები. შედეგების მიხედვით კი, სანქციების გამო, უნგრეთი 3,760 მილიარდ უნგრულ ფორინტს დაკარგავს წელიწადში. ეს არის თუ რამხელა ზრდას კარგავს ქვეყანა”, – განაცხადა ორბანმა.

ცნობისთვის, უკრაინული მხარე ევროკავშირის 27 ქვეყანას მოუწოდებს, რომ სანქციებში ჩართოს რუსული სახელმწიფო ბირთვული ენერგიის კომპანია ”როსატომი”.

მსგავსი თემები