ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 3 297 და უკრაინის – 78 მოქალაქეს მიენიჭა

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3 375 მოქალაქეს, მათგან რუსეთის – 3 297 და უკრაინის – 78 მოქალაქეს.

2022 წელს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრეს რუსეთის 2 638 მოქალაქეს, განუხილველი დარჩა 321 მიმართვა, დაკმაყოფილებულია – 3 297, ამჟამად განხილვაშია – 1 344 მიმართვა, შეჩერებულია 28 მიმართვა.

2022 წელს, უარი – 55 მოქალაქეს ეთქვა, განუხილველი დარჩა – 14 მიმართვა, განხილვაშია – 40 მიმართვა, დაკმაყოფილებულია 78 მიმართვა, შეჩერებულია – 1.

აღნიშნული მონაცემები BM.GE-ის ცნობით,  იუსტიციის სამინისტროდან საქართველოს პარლამენტის წევრს, ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს მიაწოდეს.

მსგავსი თემები