აშშ-ში „ტიკ-ტოკი” შესაძლოა აიკრძალოს

აშშ-ის ხელისუფლება ჩინური აპლიკაციის, „ტიკ-ტოკის“ მფლობელებს აქციების გაყიდვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში აკრძალვით ემუქრება.

კომპანიას ბრალად ედება ეროვნული უსაფრთხოების რისკის შექმნა მილიონობით მომხმარებლისგან შეგროვებული მონაცემებით.

ამერიკელი ოფიციალური პირები წლების განმავლობაში აცხადებენ, რომ ”ტიკ-ტოკის” მონაცემები შესაძლოა, ჩინეთის მთავრობის ხელში მოხვდეს.

შეგახსენებთ, აპლიკაცია უკვე აკრძალულია სამთავრობო ტელეფონებზე აშშ-ში, კანადასა და ევროკავშირში.

 

მსგავსი თემები