შავი ზღვის თავზე რუსული „სუ-27“-ის ტიპის თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-მა მიიღო ზომები, რომ შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს.

მისი თქმით, აშშ-ის ინტერესებში არ არის რუსულ თვითმფრინავთან შეჯახების შედეგად დაზიანებული სადაზვერვო უპილოტო აპარატი სხვამ ჩაიგდოს ხელში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ  უპილოტო საფრენი აპარატი მისივე მკვეთრი მანევრირების შედეგად ჩამოვარდა.

ცნობისთვის, შავი ზღვის თავზე რუსული „სუ-27“-ის ტიპის თვითმფრინავი ამერიკულ დრონს გუშინ შეეჯახა.

მსგავსი თემები