,,დაჩი, შეგეწერა, რა გიქნეს ხომ ხედავ”- წითლიძე ბერაიას

,,დაჩი, შეგეწერა, რა გიქნეს ხომ ხედავ”, – ასე მიმართა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გამოსულ ”ხალხის ძალის” წევრ დაჩი ბერაიას ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანი წითლიძემ.

,,რას გიშვებიან შენ ანი, სამეგრელოს რომ არცხვენ და მეგრელებს, არ გრცხვენია”, – უპასუხა ბერაიამ წითლიძეს.

ცნობისთვის, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი  წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე  განხილვის გარეშე დადგა.

მსგავსი თემები