,,სიხარულიც ფეიკური აქვთ, ამ კანონმა მისი დანიშნულება შეასრულა”- სამხარაძე

,,კანონის გაწვევით აგენტები აღარ იქნებით თუ ვინმეს დააჯერებთ რომ არ ხართ?,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “ქართული ოცნების” დეპუტატი, დიტო სამხარაძე ”ფეისბუქში” წერს.

მისი თქმით, ე.წ. ”აგენტების” კანონპროექტმა თავისი დანიშნულება შეასრულა.

,,კანონის გაწვევით აგენტები აღარ იქნებით თუ ვინმეს დააჯერებთ რომ არ ხართ? სიხარულიც ფეიკური აქვთ. ამ კანონმა მისი დანიშნულება შეასრულა! საზოგადოებამ ნათლად დაინახა თუ ვინ არის უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი! შუბლზე გამოგესახათ ჯაშუშის ნიშნები, რასაც ვერასდროს ჩამოირეცხავთ!” – წერს სამხარაძე.

ცნობისთვის, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი  წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე  განხილვის გარეშე დადგა.

 

 

დეპუტატი, რომელმაც ე.წ. ”აგენტების კანონს” მხარი მეორე მოსმენაზეც დაუჭირა დიმიტრი სამხარაძეა

მსგავსი თემები