რუსმა ჯარისკაცებმა 2 389 ბავშვი უკანონოდ გაიყვანეს

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსმა ჯარისკაცებმა 2 389 ბავშვი გაიყვანეს. ინფორმაციას უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს.

„დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 2 389 ბავშვი უკანონოდ გადაიყვანეს. აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის, კერძოდ კი ბავშვების იძულებით გადაყვანა გატაცების ნიშნებით ხდება. ეს იგივეა, რაც საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა. სახლების ნგრევითა და მშობლების მკვლელობით, რუსეთის ფედერაცია უკრაინელ ბავშვებს მშობლის მზრუნველობას ართმევს და მათ სიცოცხლეს რუსეთის ტერიტორიაზე საფრთხის წინაშე აყენებს“, – აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტოში და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ.

 

მსგავსი თემები