,,ბიძინა ივანიშვილმა ეს ადამიანები მორალურად გაანადგურა”- ხატია დეკანოიძე

,,საქართველო არასდროს აღარ მობრუნდება რუსეთის ორბიტაზე და ეს საქართველოს საზოგადოებამ, ახალმა თაობამ ძალიან ღიად, გასაგებად უთხრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს,”- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წინ დიდი სამუშაოა.

,,ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას ეტყობოდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ადამიანები მორალურად გაანადგურა. ასე – ისარგებლა და მერე უთხრა, ახლა წინააღმდეგ დააჭირეთ ხელი იმაზე, რაზეც აქამდე “კი” მიეცითო. ეტყობოდათ სახეზე, ჩუმად შემოვიდნენ და გავიდნენ. ჩვენ დიდი გამარჯვება მოსაპოვებელი გვაქვს და ეს გამარჯვება არის ერთიანობით საქართველოს ევროკავშირში შესვლა, კანდიდატის სტატუსის მიღება და რა თქმა უნდა, ოლიგარქიული მმართველობისგან გათავისუფლება. ყველას მინდა მადლობა ვუთხრა. ძალიან ემოციური ვარ, როცა ახალგაზრდებს ვუყურებ და მათზე ვსაუბრობ, ეს არის ის თაობა, რომელიც თავის სამშობლოს წარმოუდგენლად მოყვარული და პატრიოტია. მონაპოვარია ის, რომ საქართველოში არ იქნებიან აგენტები, ვისი შერაცხვაც ჩვენს ხელისუფლებას აგენტებად უნდოდა. ეს არის მონაპოვარი, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ყოვლისშემძლე, ეს არის მონაპოვარი, რომ ჩვენს ხალხს ეკუთვნის ძალაუფლება. წინ დიდი სამუშაო გვაქვს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

მსგავსი თემები