„თავდასხმა ქვეყნის დასუსტებულ დემოკრატიაზე და მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის“ – ჰელსინკის კომისია საქართველოზე

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს არის თავდასხმა ქვეყნის დასუსტებულ დემოკრატიაზე და მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის.

„ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან, თუმცა უცხოელი აგენტების შესახებ ეს კანონი არის ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის წინასწარ განზრახული უარყოფა. ეს არის ოკუპანტი რუსეთის შემდგომი მოწვევა, რომლისგანაც კორუფციას, ვასალობასა და ღალატს უნდა ველოდოთ“, – აღნიშნულია  კომისიის განცხადებაში.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საქართველოს მთავრობამ უარი უნდა თქვას ამ კანონზე.

„რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონმდებლობას შემზარავი გავლენა ექნება საქართველოს მრავალფეროვან სამოქალაქო საზოგადოებაზე. უცხო ქვეყნის აგენტების კანონი თუ ამოქმედდა, უარყოფილი იქნება ქართველი ხალხის სწრაფვა ევროსტრუქტურებში. ასევე, ეს იქნება ქართული დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა. ის ასევე იქნება მთავრობის დემონსტრირება რუსეთთან სიახლოვისკენ“ – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები