„პერსონალური სანქცირება“ –  რას ითხოვს ოპოზიცია?!

„ყველაზე სახიფათო წითელი ხაზი გადაკვეთილია“ – აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმოამდგენელი არმაზ ახვლედიანი და იმ დეპუტატების სანცირებას უჭერს მხარს, ვინც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარს უჭერს.

„ეს არის საქართველოს კონსტიტუციის, ევროპული არჩევანის ხელყოფა, ამიტომაც პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს უკან დასახევი გზა არ გვაქვს. მნიშვნელოვანია, ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება, რომ მავნებლურ “ქართულ ოცნებას” ეს ახირება ძვირი დაუჯდეს. ვაპირებთ, რომ მივმართოთ, ჩვენს პარტნიორებს ვაშინგტონში და ბრიუსელში დაიწყოს პერსონალური სანქცირება იმ ადამიანებისა, ვინც მხარს დაუჭერს ამ საერთო სახალხო მავნებლურ აქტს”, – განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ ოპზოცია საპროტესტო აქციების დასაგეგმად შეიკრიბა.

მსგავსი თემები