„თუ აგენტების შესახებ კანონს მიიღებენ, მეც აგენტი ვიქნები და ვერ ვილაპარაკებ“ –  ამირან გამყრელიძე   

„საქართველოს პარლამენტი, დარწმუნებული ვარ, არ მიიღებს ამ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას ისტორიულ სურვილს, რომ ჩვენ, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი“ – აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, თუ ამ კანონს მიიღებენ, ისიც აგენტად გამოცხადდება და ჟურნალისტებთან ვერ ისაუბრებს.

„საქართველოს პარლამენტი, დარწმუნებული ვარ, რომ არ მიიღებს ამ კანონპროექტს, იმიტომ, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას ისტორიულ სურვილს, რომ ჩვენ, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი. მხედველობაში მაქვს, შევიდეთ ევროკავშირში და საქართველოს ჰქონდეს ნატო-ს ფარი. ამიტომ, ეს კანონი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ჩვენს ამ სწრაფვას. მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ საქართველოს პარლამენტი შეიძლება წავიდეს საქართველოს მოსახლეობის სურვილის წინააღმდეგ, რადგანაც საქართველოს მოსახლეობის 85%-ს სხვადასხვა შეფასებებით და რეფერენდუმებით უნდა, რომ ვიყოთ ევროკავშირის და ევროატლანტიკური სივრცის წევრი“ –  განაცხადა ამირან გამყრელიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები