,,ჭერი რომ გაიხსნას და იქიდან ერთი ტონა ბინძური მასა რომ გადმოვიდეს და თავზე დაგესხათ, დატოვებთ მაგ ტრიბუნას?,”- ამ სიტყვებით, რომან გოცირიძემ ”ხალხის ძალის” წევრს, გურამ მაჭარაშვილს კომიტეტის სხდომაზე მიმართა.
ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს.
,,დაიცალა ოპოზიცია სათითაოდ დარბაზიდან. რამდენი შეკითხვაც დაისვა, იმდენი გააძევეთ და ამიტომ, პირდაპირ კანონთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ ისეთი შეკითხვა, რომელიც იურიდიულად ძალიან გამართული იქნება და ძალიან მოგეწონებათ.
ბატონო გურამ, აი, ეს ჭერი რომ გაიხსნას და იქიდან ერთი ტონა ბინძური მასა რომ გადმოვიდეს და თავზე დაგესხათ, დატოვებთ მაგ ტრიბუნას? ბატონი ანრი რომ არ დატოვებს ვიცი, მაგრამ თქვენ თუ დატოვებთ მაგ ტრიბუნას,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.