,,ოხანაშვილი აბსოლუტური იდიოტია”- თაკო ჩარკვიანი

,,აბსოლუტური იდიოტია,”- ამ სიტყვებით, „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ანრი ოხანაშვილი მოიხსენია.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით,  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზში დეპუტატებისთვის საკმარისი სკამები არ იყო.

,,თითო ადგილი იყო დარჩენილი, ადგილები არ იყო. ადამიანები ჰყავთ შემოყვანილი, ბუნებრივია დეპუტატებს უნდა დაუთმონ ადგილი. მე და ანა ნაცვლიშვილი დავსხედით და ერთი ადგილი დარჩა. შვიდი დეპუტატი დარჩა ფეხზე. არ იყო სკამები. მე დავუძახე, პრობლემაა სკამები, რომ შემოიტანოთ-მეთქი. ნუ მეძახითო, ოხანაშვილს ჰგონია გაუვა. აბსოლუტური იდიოტია,”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი თემები