პარასკევს საღამოს ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში საწვავის საცავში გაჩენილ ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაღუპულთაგან ორი ბავშვი იყო. მათივე ცნობით, 600-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სულ მცირე 260 მეხანძრე და 52 სახანძრო მანქანა იყო ჩართული.