მაშველი ძაღლი „ტინტო“ სპეციალური ჟეტონით – „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ დაჯილდოვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველი ძაღლი „ტინტო“დაჯილდოვდა სპეციალური ჟეტონით – „სიცოცხლის გადარჩენისთვის“.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

,,სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ – მამუკა სეფიაშვილმა მაშველ ძაღლს ჟეტონი თურქეთში სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის გადასცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს კინოლოგიურმა სამსახურმა და მაშველმა ძაღლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო მისიის დროს,”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები