,,არტილერია არის პირველი, რაც გვჭირდება, ასევე დიდი რაოდენობით ჭურვები და თვითმფრინავები”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე შეძლებენ შექმნან თავიანთი „სატანკო კოალიცია“ და დაასახელა კიდევ ერთი იარაღი, რომელიც ფრონტზე სამხედროების უპირველესი საჭიროებაა.

როგორც უკრაინის ლიდერმა ლვოვში ლატვიელ კოლეგასთან ეგილს ლევიცთან გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ მომენტისთვის მთავარი პრიორიტეტი არტილერია და ჭურვებია.

,,არტილერია არის ნომერ პირველი, რაც ჩვენ გვჭირდება. როგორც სისტემა, ასევე საბრძოლო მასალები და დიდი რაოდენობით ჭურვები რომ მათ ტერიტორიას კი არ ვესროლოთ, გავდევნოთ ჩვენი ტერიტორიიდან… ასევე გვჭირდება თვითმფრინავები, თვითმფრინავების დეფიციტია. ამაზე ვისაუბრეთ და თანხმობა გვაქვს დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის მხრიდან. დღეს ვესაუბრეთ ჩვენს პარტნიორებს ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან როგორ  შეუძლიათ მოსამზადებელ მისიებში დაგვეხმარონ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტი ასევე დარწმუნებულია, რომ უკრაინას მალე საკუთარი სატანკო არმია ეყოლება.

მსგავსი თემები