კიკეთში მილხიდის მშენებლობაზე 33 ათასი ლარი დაიხარჯება

  •  

თბილისის შემოგარენში, კერძოდ, კიკეთში, ბაჩანას ქუჩაზე არსებულ ხევში, რომელიც ხუთ ოჯახს გარესამყაროსთან აკავშირებს, მილხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ნაგებობამ უამინდობის დროს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა უნდა შექმნას. ძლიერი წვიმები ხევში, გრუნტისქვეშა წყლების ადიდებას იწვევს, შედეგად, იხერგება გადასასვლელი, რის გამოც, ადგილობრივი მოსახლეობა ხევს მიღმა გარესამყაროს წყდებოდა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, მილხიდის მოსაწყობად მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 33 ათასი ლარი გამოიყო.

როგორც, ​მილხიდის მშენებლობის სამუშაოების დათვალიერებისას მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, პროექტის განხორციელება ადგილობრივ მცხოვრებთათვის წლების განმავლობაში არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.

მსგავსი თემები