,,უგუნური განზრახვა, რომ გექნება, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ვიღაც შეიძლება, აგენტად მონათლონ” – მეუფე იაკობი

,,იმის გამო, რომ ვიღაცებს რაღაცებს არ ვუსმენთ გამოდიან ევროპარლამენტში და საქართველოს წინააღმდეგ იღებენ რაღაცას. სულ არ მაინტერესებს პოლიტიკური პარტიები, მე ვხედავ, რომ გამყიდეს, აგრესორ რუსეთზე, გადამაგდეს,”- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, დღევანდელ მსოფლიოში ყველა ყველასთან ცდება.

,,დღევანდელ მსოფლიოში ყველა ყველასთან ცდება. საქართველოს ამბავი ავიღოთ: იმის გამო, რომ ვიღაცებს რაღაცებს არ ვუსმენთ გამოდიან ევროპარლამენტში და საქართველოს წინააღმდეგ იღებენ რაღაცას. სულ არ მაინტერესებს პოლიტიკური პარტიები, მე ვხედავ, რომ გამყიდეს, აგრესორ რუსეთზე, გადამაგდეს. გვკითხეს ქართველ ერს, რა გვჭირდება და რა – არა? შენ, რომ უგუნურ კანონს მიიღებ, უგუნური განზრახვა, რომ გექნება შემდეგ ჩვენგანაც წამოვა შესაბამისი რაღაც და შემდეგ აღარ უნდა გიკვირდეს, რომ ვიღაცები შეიძლება აგენტებად მონათლონ, ეს ხომ შენი უგუნური გადაწყვეტილების საპასუხო რეაქციაა. ცოდოები არ არიან, ვინც აგენტების ნუსხაში მოხვდებიან?! ეს ადამიანები არიან ძირითადად, ვინც გარეთ გადიან და სხვაგან ჩივიან – ძველად რუსეთში, რომ გვიჩიოდნენ, მანამდე ირანში, თურქეთში, მონღოლეთში და ა.შ. დაივიწყეს ქართველობა და იმ მონობიდან ვერ გამოვიდნენ, რაც მაშინ იყო. ჩვენი ერი მაინც თავისუფალ ერად დარჩა. დაპყრობილი ვიყავით ხშირად, მაგრამ ჩვენი ჭეშმარიტება ვერავინ ვერ გააქრო. ვუსურვებ ყველას, რომ ეგეთი უგუნური გადაწყვეტილება არ მიეღოთ, რადგან საპასუხოს მიიღებენ. ჩვენ გვინდა ისეთ საზოგადოებასთან ცხოვრება, რომელთანაც ლაპარაკი შეიძლება,”- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი თემები