,,ერთი მიზანი აქვთ – დაშალონ ყოფილი საბჭოთა კავშირი და მისი ფუნდამენტური ნაწილი – რუსეთის ფედერაცია”- პუტინი დასავლეთზე

რუსეთის გაყოფის დასავლეთის გეგმები დოკუმენტირებულია და ეს გახდა მისი ერთადერთი მიზანი – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„მათ ერთი მიზანი აქვთ: დაშალონ ყოფილი საბჭოთა კავშირი და მისი ფუნდამენტური ნაწილი – რუსეთის ფედერაცია“, – განაცხადა პუტინტმა.

მისი თქმით, არც კი იცის, ”შეუძლია თუ არა ისეთ ეთნიკურ ჯგუფს, როგორიც არის რუსი ხალხი, გადარჩეს იმ ფორმით, როგორშიც ის დღეს არსებობს“.

,,ეს ყველაფერი იყო გეგმებში, ეს გეგმები – ქაღალდზეა გადმოცემული. უბრალოდ, ურთიერთობების დამყარების პირობებში ვცდილობდით, ამაზე არ გვესაუბრა. მაგრამ ეს ყველაფერი არსებობს, ყველაფერი დაწერილია ფურცელზე”,- აღნიშნა პუტინმა.

 

მსგავსი თემები