დიდი ოცეულის შეხვედრის შემდეგ ჩინეთმა უარი თქვა ხელი მოეწერა განცხადებაზე, რომელიც რუსეთის აგრესიას გმობს

„დიდი ოცეულის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩინეთმა უარი თქვა, ერთობლივი განცხადებით რუსეთის უკრაინაში აგრესია დაეგმო და შემაჯამებელ განცხადებას ხელი არ მოაწერა. შესაბამისად, შემაჯამებელ განცხადებას ხელი არ მოაწერეს რუსეთმა და ჩინეთმა.

შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ომის შემაჯამებელი ორი პუნქტი “შეთანხმებული იყო ყველა წევრი ქვეყნის მიერ, გარდა რუსეთისა და ჩინეთისა”.

მოსკოვში აცხადებენ, რომ „ანტირუსულმა“ დასავლურმა ქვეყნებმა „დიდი ოცეულის“ „დესტაბილიზაცია“ განახორციელეს.

მსგავსი თემები