,,პრესკონფერენციაზე გაჟღერდა პაციენტის პერსონალური მონაცემები ისე, რომ არ იყო შეთანხმებული პაციენტ სააკაშვილთან”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. მისი თქმით,  კლინიკა “ვივამედის” ექიმების პრესკონფერენციაზე, გაჟღერდა პაციენტის პერსონალური მონაცემები ისე, რომ ეს ყველაფერი არ იყო შეთანხმებული თავად სააკაშვილთან.

,,პრესკონფერენციაზე გაჟღერდა პაციენტის პერსონალური მონაცემები ისე, რომ ეს ყველაფერი არ იყო შეთანხმებული პაციენტ სააკაშვილთან, რითაც დარღვეულ იქნა უხეშად კანონი, პაციენტის უფლებები და ამასთან დაკავშირებით, შეტანილ იქნა (საჩივარი) პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორთან და ჯანდაცვის სამინისტროში, მარეგულირებელ ორგანოში. ჩაატარონ მოკვლევა და გაარკვიონ, რა ხდება ამ საკითხებთან დაკავშირებით”,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

მსგავსი თემები