,,ვგმობთ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავე შოიგუს დაკრულზე ცეკვას”- ანდრეი კასიანოვი

,,ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავე შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე,” – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება არ გაკვირვებია.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვკვირვებია პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თავის თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს. მან ერთ დროს ნებაყოფლობით დაუთმო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი რუსეთის სახელმწიფო დუმის უვარგის დეპუტატს, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით პროსახელისუფლო უმრავლესობის მოქმედი დეპუტატების განცხადებებს, რომლებიც აყალიბებენ საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების პოლიტიკას“, – განაცხადა კასიანოვმა.

 

მსგავსი თემები